განცხადება/მიმართვა

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის, რათა თვითმმართველობის არჩევნებში დავამარცხოთ რეჟიმი-ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განცხადება  გააკეთა:

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის, რათა თვითმმართველობის არჩევნებში დავამარცხოთ რეჟიმი და დავნიშნოთ ვადამდელი არჩევნები. ეს არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა და პარლამენტს გამოვიყენებთ, როგორც ინსტიტუტს ამისთვის. სხვა თანამდებობები, პრივილეგიები, კორუფცია, საკუთარი კეთილდღეობა,- ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, მათ მოსწონთ ეს და მათ სჭირდებათ. საქართველოს მოქალაქეების ყოფა გაუარესდა წლების განმავლობაში, რადგან ისინი იპარავენ ფულს. ჩვენი ამოცანა არის ვადამდელი არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნების მოგება და რეჟიმის დასრულება. აი, ამისთვის გამოვიყენებთ საპარლამენტო ინსტიტუტს. ვერავინ ვერაფერს აგვიკრძალავს, ისე იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარმოდგენილი. იმ ამოცანების მისაღწევად, რაც ჩამოვთვალე. ამიტომ არ ვაპირებთ ძალაუფლება გადავინაწილოთ „ქართულ ოცნებასთან“, ეს არ შედის ჩვენს ინტერესში. ჩვენს ინტერესშია მოვემზადოთ არჩევნებისთვის კოორდინირებულად და ამისთვის გამოვიყენოთ ყველაფერი. ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო ეს გადაწყვეტილება”- განაცხადა დეკანოიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ზუგდიდში პარტიის წევრები “სტრატეგია აღმაშენებლის” რიგებს ტოვებენ

Joni Kvaracxelia

იმისთვის, რომ დიალოგის შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, სამი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს – ვარლამ გოლეთიანი

” “იბერიას” დარბევა იყო ჩვენი, უხეში შეცდომა! გადაცდომა!”-მიხეილ სააკაშვილი

დატოვე კომენტარი