განცხადებებიპოლიტიკა

«ნაციონალური მოძრაობა» პოლიტიკური ვირუსი და ეპიდემიაა-ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტში «მინისტრის საათის» ფარგლებში განაცხადა:

«მადლობა თქვენ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ყველას, ვინც დგას ჩვენი საზღვრების სადარაჯოზე და არ უშვებს იმ უბედურებას, რასაც ჰქვია კორონავირუსი. თუ თქვენ მოახერხებთ ამას, რომ მიუღწეველი იყოს ამ ჭირისთვის საზღვრის გადმოლახვა, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. გვაქვს მეორე ვირუსი კიდევ, რომელიც აგერ პარლამენტის კართანაც არის ხოლმე მომდგარი. ეს უკვე პოლიტიკური ვირუსი და ეპიდემიაა — ნაციონალური ვირუსი. მაგრამ მისი არეალი არ არის ისეთი დიდი. ვისაც უნდა გადადებოდა — გადაედო და მე მგონია, რომ ყოველი თქვენგანის და ასევე სხვა სფეროების წარმომადგენლების საქმიანობაც შეუწყობს ხელს იმაში, რომ ამ ვირუსის არეალი დაპატარავდეს და შემცირდეს“, — განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

უმრავლესობის ლიდერების კომენტარები ივანიშვილის ინტერვიუზე

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს

Joni Kvaracxelia

«ძალიან მინდა, თავად ოპოზიციამაც გაიგოს, ვინ ჰყავს გამყიდველი»-ზაზა სარალიძე (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი