განცხადებები

„ნაციონალური მოძრაობა” იყო და რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ქვეყანა და ხალხი არ ადარდებს-ელისაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა” იყო და რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ქვეყანა და ხალხი არ ადარდებს. ეს გაჯიუტებაც ამის დასტურია,-განაცხადა „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

«ეს გაჯიუტებაც ამის დასტურია. მათ მხოლოდ ძალაუფლებაში დაბრუნება სწყურიათ, მეტი არაფერი უნდათ. არც ამ ქვეყნის და არც ხალხის პრობლემები არ ადარდებთ. პროცესში მთელი მსოფლიო ჩარეულია, შეგვათანხმეს და იმის ნაცვლად, რომ ხალხზე ვიფიქროთ, კიდევ უაზრო გაჯიუტება მიდის. ეს არის მათი მავნებლობის მანიშნებელი და დამადასტურებელი. აბა, „ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიკითხოს ბენზინის ფასი რა გახდა? – ეს მათ შორის კრიზისის ბრალია და იმის, რომ ექვსი თვეა ვსაუბრობთ გირაოზე, შესვლა-არშესვლაზე. გაღატაკდა და გაუბედურდა ეს ქვეყანა. შე დალოცვილო, გიხდიან გირაოს და გამოდი»-აღნიშნა ელისაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«თუ იქნება დიდი თავკომბალა თბილისი და ირგვლივ სიცარიელე, საქართველო არ განვითარდება»-ზურაბიშვილი(ვიდეო)

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

«მე მჯერა რომ მე ვარ ისტორის სწორ მხარეს და თქვენ ხართ ისტორიის არასწორ მხარეს…»-ნიკა მელია უმრავლესობას მიმართავს(ვიდეო)

დატოვე კომენტარი