«ნაციონალური მოძრაობა» ვეღარასოდეს მობრუნდება ხელისუფლებაში — ია მეტრეველი

0
273

7 ნოემბერს ყველას უნდა დავანახოთ, რომ „ნაცმოძრაობა“ სექტაა და მმართველი ძალა ვერასდროს გახდება, – განაცხადა ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.

ია მეტრეველი 7 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „უცნობის“ მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას გეგმავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვერასდროს ვეღარ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიკრიბებით, რათა დავანახოთ მათ, რომ მთელი საქართველო ერთადაა და ისინი არიან სექტა, ჯგუფი, რომელსაც არანაირი ძალა არ აქვს, რომ რამე შეცვალოს.

გია გაჩეჩილაძე ჩემი თანამებრძოლია და მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი „ნაციონალური მოძრაობის“, ამ ბოროტების რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ, მე აუცილებლად ვიქნები ამ აქციაზე“, – განაცხადა მეტრეველმა

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ