განცხადებები

«ნაციონალური მოძრაობა» აუცილებლად დაიშლება-მამუკა მდინარაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ  მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე და «ნაციონალურ მოძრაობაზე»  განაცხადა.

«თუ მიხეილ სააკაშვილს განზრახვა აქვს, მთელი თავისი ცოდვები მხოლოდ ვანო მერაბიშვილს გადააბრალოს, არ მგონია, ეს ვინმემ მოცემულობად მიიღოს. ამ კაცს დიქტატორის თვისებები და მოთხოვნები რომ აქვს, ცნობილია. მას უდგას ღრმა პოლიტიკური კრიზისი, როგორც ჩანს, ყველა მიმართულებით. მან მოითხოვა იმის ფორმალიზება, რაც რეალურად ხდება. მისია ყველანაირი რესურსი – მატერიალური და ელექტორალური, რაც ახლა ძალიან შემცირებულია, მაგრამ ამ ყველაფრის ფორმალიზება მოითხოვა. მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ იკრიბებიან სხვა პარტიებიც. ამაში დავრწმუნდით, ამის არაერთი აღიარება და დოკუმენტური მასალებიც ვნახეთ»

«თუმცა, ეს სხვებმა არ მოიწონეს, რადგან სირცხვილია, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი იყო და ამ ფორმით მას მხარს უჭერდე. აქედან გამომდინარე, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ბათუ ქუთელიობა გამოუვიდათ, რომ დამოუკიდებლები ვართო, თუმცა რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე ტრიალებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ იდეურმა ნაცებმა დატოვეს, რადგან მათაც ესირცხვილებათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობა. შიგნით ბევრი კრიზისული მომენტი იქნება, წინ საინტერესო პოლიტიკური მოვლენები გველოდება. „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა, ან 2024 წლამდე აუცილებლად დაიშლება, რადგან არ შეიძლება სხვანაირად. ჯანსაღ პარტიებს ოპონირების საშუალება უნდა ჰქონდეთ. ქვეყნისთვის საუკეთესო მოცემულობაა, „ნაციონალური მოძრაობასავით“ სასირცხვილო და მარგინალური ძალა არ არსებობდეს, იყოს რეალური ძალა, რომელიც ხელისუფლებას საგნობრივ და ჯანსაღ ოპონირებას გაუწევს»-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩვენ შევძელით ინფექციის გავრცელების შეჩერება»

roma sajaia

ვთხოვ ყველა ელჩს ჰქონდეს სწორი და დროული რეაქცია-ნიკა მელია

«ივანიშვილი პოლიტიკურ მკვლელობებზეც არის წამსვლელი»-გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)

დატოვე კომენტარი