გუშინ გვიან ღამე ზუგდიდში «ნიკორას» მაღაზიაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები შეიჭრნენ და პერსონალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ამ ეტაპზე 3 ახალგაზრდა გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აღნიშნული შემთხვევა საჯვაროს უბანში, სოხუმის ქუჩაზე მოხდა.
დაზიანებულია მაღაზიის ინვენტარი და მსუბუქად დაშავდნენ თანამშრომლები, ორი მათგანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.