განცხადება/მიმართვა

„ნაცაქტივისტებს», არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო-მამუკა მდინარაძე

«ქართული ოცნების» ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოში ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

«ჩვენ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა. ოღონდ მანამდე უნდა ვიმსჯელოთ მაგალითად „ნაცმოძრაობის» მომხრე პოლიტიკოსი ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. გახსოვთ ალბათ მისი სიტყვები.

უნდა ვიმსჯელოთ, უნდა იყვნენ თუ არა საჯარო სივრცეში ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მათ შორის — პროტესტანტი გიორგი კანდელაკი, გოკა გაბაშვილი და ა.შ. ძალიან ნიშანდობლივია, რომ დღეს ოპოზიციამ მთავარ სპიკერად ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედ გიორგი კანდელაკი აირჩია, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი. ეს ხდებოდა აგვისტოს ომიდან ორ თვეში…

ცოტა უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით საკითხს, ეს ყველაფერი არის ფსევდოპატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია. „ნაცაქტივისტებს», არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო, მათ სრული ისტერიაა აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის ქვეყანაში მუდმივი რყევებისა და დესტრუქციის მცდელობა. ისინი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნაში ხედავენ საკუთარ შანსს და ამ ნაწილში, ტრადიციულად მათი და რუსეთის ინტერესები სრულ თანხვედრაშია», — განაცხადა მდინარაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«დამანახე ვაჟკაცობა, ერთი ხელი მომიქნიე, შვილს გეფიცები თქვენს გვერდით დავდგები იმ «პრაიდის» აქციაზე»-უფლებადამცველი დავით ლორია(ვიდეო)

„თუ ივანიშვილი დარჩა 2020 წელს და შემდგომ, ჩვენ მივიღებთ 2 მილიონი პენსიონერით და ჩინოვნიკებით დასახლებულ ქვეყანას“-სააკაშვილი

ხვალ პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს კანონს-კობახიძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი