ომი

ნატო-ს წევრი 15 ქვეყანა ევროპის საჰაერო თავდაცვის სისტემის განახლებაზე შეთანხმდა

ნატო-ს წევრი 15 ქვეყანა ევროპის საჰაერო თავდაცვის სისტემის განახლებაზე შეთანხმდა.
აღნიშნული ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში ნატო-ს შეხვედრის ფარგლებში ხელი მოაწერეს დეკლარაციას ე.წ. ევროპული „ცის ფარის“ ინიციატივის შესახებ.
პროგრამაში ჩართული არიან: გერმანია, ბრიტანეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, ლატვია, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგია, ჩეხეთი, ფინეთი, ლიეტუვა, ნიდერლანდები, რუმინეთი და სლოვენია. როგორც აღინიშნა, პროექტი ხელს შეუწყობს ევროპის ამჟამინდელ დამცავ ფარში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.
დასავლური მედია წერს, რომ პრობლემები არსებობს, მაგალითად, ბალისტიკური რაკეტების სფეროში, რომლებიც აღწევენ დიდ სიმაღლეებს თავიანთი ტრაექტორიით, ასევე თვითმფრინავებისა და ფრთოსანი რაკეტებისგან თავდაცვაში. დიპლომატების თქმით, პროექტში მონაწილეობა ესტონეთსაც სურს.

Loading…

მსგავსი პოსტები

რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კრემლს ულტრანაციონალისტური იდეოლოგია შესთავაზა

Joni Kvaracxelia

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხდდა

Joni Kvaracxelia

ორი ტერორისტის გარიგება: ირანი ემზადება რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტებისა და თვითმფრინავების გადასაცემად

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი