ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი აქტიურად არის ჩართული პანდემიასთან გამკლავების სამოქალაქო ასპექტებში. სტოლტენბერგმა ასევე ახსენა ორგანიზაციის როლი „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირველი ტალღის დროს, მათ შორის დროებითი საავადმყოფოების აშენებასა და სამედიცინო მარაგების საჰაერო გზით ტრანსპორტირებაშიც.
გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ აუცილებელია, მჭიდრო თანამშრომლობა წევრ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის, რათა „კოვიდ-19“-ის ჯანდაცვის კრიზისი არ იქცეს უსაფრთხოების კრიზისად.
Loading…