განცხადება/მიმართვა

ნარკოტიკის მოხმარების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ჰ.მ. დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

7 ოქტომბერს ჰ.მ.-ს ბრალი წარედგინა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

ჰ. მ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.”-აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

მელიას დასაკავებლად შენობაში 200 პოლიციელი იყო შესული-ვახტანგ გომელაური

“ქვეყანა ინსტიტუციურად ნგრევის პროცესშია…მითხარით ერთი მიმართულება მაინც სადაც კონფლიქტი არ არის”-გია ხუხაშვილი

კალათბურთელი თორნიკე შენგელია პირველ განცხადებას ავრცელებს

დატოვე კომენტარი