არსებული ინფორმაციით ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასა და ნაპოლის ახალ მწვრთნელს ფრანჩესკო კალცონას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამის გამო შესაძლოა, ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელია დასაჯოს.
ხვიჩასა და მწვრთნელს შორის ურთიერთობა ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში დაიძაბა, სადაც ბარსელონას წინააღმდეგ, 23 წლის ქართველი შემტევი ყურადღების ცენტრში მოექცა, რა დროსაც მწვრთნელმა ხვიჩა 68-ე წუთზე შეცვალა, რაც ფეხბურთელს არ ესიამოვნა და მწვრთნელის გადაწყვეტილება ღიად, ემოციურად გამოხატა.
