საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
“ბავშვობიდან მიყვარდა ეს სიტყვები: მასწავლებელი, ზოგჯერ – უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი…
არაერთი კარგი მასწავლებელი შემხვედრია. ქართველებიც, უცხოელებიც იყვნენ. მაგრამ დღეს პირველად მოხდა ჩემს თავს, რასაც ვწერ…
მომწერა ამ პატარას მასწავლებელმა, რომელსაც სურათზე ხედავთ. ცრემლიანმა, გულმოკლულმა, მასწავლებელმა, რომელსაც საკუთარი შვილი უმძიმეს მდგომარეობაში ჰყავს საავადმყოფოში, მაგრამ მოსწავლის ბედი სტკივა…
ნათიას მდგომარეობა მძიმეა, მცირე ხნის უკან ნაწლავის კიბო დაუდგინეს. დიდი ხანია არ შემიწუხებიხართ, მეც დავიღალე, გულგრილობა და მიზანტროპიაც მეპარება ნელნელა ამდენის მნახველს… მაგრამ ამ ამბავს, ამ ბავშვს, და ასეთ თხოვნას გვერდს ვერ ავუვლი. დღეს ან ხვალ ჩავურიცხავ ხუთას ლარს, თქვენი საქმისა – თქვენ იცით. ანგარიშის ნომერი აქ დევს. 😢”-წერს ცოტნე გამსახურდია


