განცხადებები

ნათელაშვილი: მოსკოვისა და ივანიშვილის მიზანია შეიქმნას საყოველთაო დესტაბილიზაცია, აღდგეს ახალი მხედრიონი

«ლეიბორისტული პარტიის»  ლიდერი , შალვა ნათელაშვილი „თბილისი პრაიდის“ და მის წინააღმდეგ გამართული კონტრაქციის მიზანზე საუბრობს, ნათელაშვილის განცხადებით მიზანი ქვეყანაში  ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა.

«მოსკოვმა და ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყეს ახალი შეტევა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების წინააღმდეგ. მისი მიზანია, შეიქმნას საყოველთაო დესტაბილიზაცია, აღდგეს ახალი მხედრიონი, რის შედეგადაც დაგლეჯილ-განადგურებული საქართველო დაბრუნდება მოსკოვის ორბიტაზე. მიზნის მისაღწევად გამოყენებულია სექსუალური უმცირესობა და მათთან დაპირისპირებული კონტრაქცია»,

«როგორც კი სექსუალურ საკითხებს შეეხება პრობლემატიკა, მაშინ უკვე იწყება ქუჩის აქტიურობა. პირველი ეტაპი, „ცოცხების ოპერაცია“, რუსეთმა წარმატებით დადგა და ხელისუფლების შეცვლას მიაღწია, ახლა იწყება ოპერაცია „ცოცხი ორი“. რა შთაბეჭდილება უნდა დარჩეს მსოფლიოს, რომ მხოლოდ სექსუალურ თემატიკაზე გამოვდივართ ქუჩაში?» -განაცხადა შალვა  ნათელაშვილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«გავიდეთ ყველანი ერთად და აღვკვეთოთ ეს უბედურება»-ემზარ კვიციანი (ვიდეო)

დღეს იგეგმება ზაზა სარალიძის შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან

«ივანიშვილს, როგორც „მგუდავს“ ამჯერად მამუკა ხაზარაძე და TBC ბანკი ჰყავს მიზანში ამოღებული გასაგუდად»-ნიკა მელია

დატოვე კომენტარი