გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლა რუსეთის ხელმძღვანელობის რეპუტაციას ზიანს აყენებს და ბერლინსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობას ართულებს. „ის ფაქტი, რომ რუსეთში ოპოზიციის წარმომადგენლები საფრთხის ქვეშ გრძნობენ თავს, რა თქმა უნდა, მძიმე ტვირთია რუსეთის ხელისუფლებისადმი ნდობისთვის და თანამშრომლობას ართულებს“, — განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
Loading…