სკანდალი

ნადეჟდა სავჩენკო დაკავებულია

უკრაინის უმაღლესმა რადამ სავჩენკოს დეპუტატის ხელშეუხებლობა გაუუქმა. ამით მის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დაუჭირა მხარი. რადას დეპუტატი დაკავებულ იქნა პირდაპირ პარლამენტის შენობაში.

მანამდე მან განაცხადა, რომ ის უარს არ იტყოდა უკრაინის გმირის წოდებაზე და არც დეპუტატის მანდატს დათმობდა.

«დავთმო დეპუტატის მანდატი და წავიდე პოლიტიკიდან რათა თქვენ იყოთ ბედნიერნი? ანდა უარი ვთქვა უკრაინის გმირის წოდებაზე, რაც ბევრ თქვენთაგანს უნდა? ჩემი მხარდამჭერები მეუბნებიან: არ დაუბრუნო ვარსკლავი… ისმის კითხვა, ღირს კი, რომ უკრაინის გმირის ვარკლავის დაბრუნებით მე ვუღალატო უკრაინელ ხალხს? » არა, მე არ გავიყიდები. ეს ვარსკლავი არა მაქვს ადვილად მოპოვებული. მე მოსკოვის ციხეში დავამტკიცე, რომ ვარ უკრაინის გმირი,» — განაცხადა მან პარლამენტის ტრიბუნიდან.

 რადას გადაწყვეტილებას სავჩენკო ღიმილით შეხვდა და მან დააბრუნა დეპუტატის ბარათი, რის შემდეგ მან დატოვა დარბაზი.

რადის შენობიდან გამოსულმა დედას, რომელიც რადას შენობასთან ელოდებოდა მას, სთხოვა რომ დამშვიდებულიყო და წასულიყო სახლში. ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემაზე მან უარი განაცხადა და ისევ რადას შენობაში შევიდა, სადაც მას განუმარტეს დაკავების მიზეზები და დააკავეს.

უკრაინის გენპროკურორის განცხადებით ის ეჭვმიტანილია ტერაქტის მოწყობაში პალამენტის შენობაში. უწყების ხელმძღვანელმა, იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ის გეგმავდა ყუმბარმტყორცნის დაყენებას ტრუხანოვოს კუნძულზე ან ბარჟაზე საიდანაც განახორციელებდა კიევის ცენტრში ცეცხლის გახსნას.

მსგავსი პოსტები

რისთვის ჩავიდა კახა კალაძე იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიაში?

Joni Kvaracxelia

«30 რომ მქონოდა ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?» — რა უთხრა მაკო გომურს ექსპერტიზამ

კოტე იოსელიანმა სასამართლოში გატაცების დეტალებზე ისაუბრა

დატოვე კომენტარი