„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ საკათარი არჩევანი საარჩევნო ურნასთან უკვე დააფიქსირა:
„ძალიან ოპტიმისტურ და კარგ განწყობაზე ვარ. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება ცვლილებები, სჭირდება უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე; სჭირდება, რომ საქართველოს მომავალი იყოს მშვიდობიანი და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. მჯერა, რომ ყველა მოვა და გააკეთებს საკუთარ არჩევანს უკეთესი მომავალის სასარგებლოდ“, -აღნიშნა დავით ბაქრაძემ.