მხოლოდ ვაქცინა ამ კრიზისს ვერ გადაჭრის – გაეროს გენ მდივანი

0
186

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია კონტროლს არ ექვემდებარება.

მან ასევე აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდეს საჭიროა გლობალური სოლიდარობა.

„კორონავირუსის პანდემია ჩვენი დროის უპრეცედენტო კრიზისია. ვირუსი მთავარ გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

მისივე თქმით, მალე კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ერთ მილიონს გადააჭარბებს.

„მხოლოდ ვაქცინა ამ კრიზისს არ გადაჭრის. ვაქცინას, როგორც გლობალურ დონეზე საზოგადოებრივ კეთილდღეობას უნდა განვიხილავდეთ, ვინაიდან კორონავირუსმა საზღვრები არ იცის. ჩვენ გვჭირდება ვაქცინა, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება“, – დასძინა გაეროს ხელმძღვანელმა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ