პოლიტიკა

მხარი უნდა დავუჭიროთ ლგბტქ+ პირების თანასწორ უფლებებს — საელჩოების ერთობლივი განცხადება

დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქ+ პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში, — ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოების, საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიერ შედგენილ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ლგბტქ+ ადამიანები საქართველოში კვლავ აწყდებიან მიკერძოებას, სტიგმას, შემცირებულ შესაძლებლობებს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ჩართულობის თვალსაზრისით, ასევე ხდებიან ძალადობრივი სიძულვილის და დანაშაულის მსხვერპლი.

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში ცვლილებების ავტორობა ჯეიმს რიშს ეკუთვნის

Joni Kvaracxelia

ნინო ბურჯანაძე მოსკოვიდან დაბრუნდა

რამდენი წლისაა საფრანგეთის მთავრობის ახალი თავმჯდომარე, რომელიც მაკრონმა აირჩია. ის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერად დასახელდა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი