“ქართული ოცნების” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ PalitraNews-ის ეთერში პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობაში ყოფნას შეცდომა უწოდა.
„მწყინს, რომ შეცდომაში ვიყავი შეყვანილი ამ კუთხით. ეს რომ ყოფილიყო პროფესიული ოპონირება, ამ ველზე დამოუკიდებლად გამოსვლის ფორმა, ოპონირების რეჟიმი გამოაფხიზლებდა კიდევაც და კარგიც იქნებოდა, ცუდი არ იქნებოდა. პაატა ბურჭულაძესთან, ამ ფრთაზე როცა მივედი, მე ვთქვი, რომ სამედიცინო პროგრამას დაგიდებ, ყოველგვარი პარტნიორობის გარეშე. პირველად რომ მივედი, სამედიცინო პროგრამა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მთხოვა, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი. მე ცალსახად დავთანხმდი, მაგრამ აზრადაც არ მაქვს გავლებული, რომ ვასოცირდები „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ვამბობ, რომ მე ადამიანებს კი არა, სისტემას ვუპირისპირდები, ავადობას და არა – ავადმყოფს“, – განაცხადა ლადო კახაძემ
