განცხადებები

«მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი»

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღრმა მწუხარებას გამოსთქვამს  აჭარასა და იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაღუპულების, ასევე სოფელ ასურეთთან დაღუპული სამი ადამიანის გამო:

„მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი.

სამძიმარს ვუცხადებთ აჭარაში, იმერეთის რეგიონსა და სოფელ ასურეთთან სტიქიური უბედურებების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს განსვენებულთა უკვდავი სულნი, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა.

ამასთან, შევთხოვთ უფალს დაკარგულთა გადარჩენას»- აღნიშნულია  სამძიმრის წერილში.

მსგავსი პოსტები

«დონალდ ტრამპზე თავდასხმა ამაზრზენია»-გერმანიის კანცლერი

roma sajaia

ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ, შეუძლებელია დღეს ერთი ოლიგარქის ბოსტანი იყოს-ბურჯანაძე

roma sajaia

«ეს არის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, თანამედროვე საქართველოში»-სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

roma sajaia

დატოვე კომენტარი