“მცემდა რამდენიმე მძღოლი, მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, მათ შორის თავში”-ტურისტი ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების წინააღმდეგ

0
92

არსებული ინფორმაციით ბელარუსიდან ჩამოსული ტურისტი  პაველ კირილოვი ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებას გენინსპექციაში უჩივის.

მისივე განცხადებით მას ზებრაზე გადასვლისას ავტომობილმა გზა არ დაუთმო, შემდეგ კი მძღოლმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ადგილზე მისულმა მეორე განყოფილების გამომძიებელმა საქმე  იქამდე არ აღძრა, ვიდრე მან გენერალურ ინსპექციაში არ დარეკა.

„ინსპექტორებმა მითხრეს, 5 წუთი მომეცადა, ამის შემდეგ ნახევარი საათი გავიდა, ამის შემდეგ მოვიდა სასწრაფო, მე ცუდად გავხდი, მცემდა რამდენიმე მძღოლი, რომლებიც, სავარაუდოდ, ერთმანეთის ნაცნობები იყვნენ. მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, მათ შორის თავში. როდესაც სამართალდამცველები მოვიდნენ, მითხრეს, რომ ჩვენება მიმეცა, მე ვეუბნებოდი, რომ ცუდად ვიყავი და არ შემეძლო. ვეკითხებოდი, ვინ ან რომელი განყოფილებიდან იყვნენ, მაგრამ პასუხი არ მიმიღია,“- განაცხადა პაველ კირილოვმა.

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ