სკანდალი

მშობლებო, ფრთხილად!

თუ საბავშვო ბაღში პატარა მისივე ბაღელმა ასევე პატარა „მეგობარმა“ დაკბინა, საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულებმა (სხვებმაც) აუცილებლად უნდა იცოდნენ,
არა და, არ იციან ის, რომ:
„ნაკბენი: კბილებით, ნესტრით ან ხორთუმით მიყენებული ჭრილობაა, რომელიც შეიძლება უკვალოდ გავიდეს, მაგრამ ხანდახან ეს შეიძლება ძლიერი ალერგიული რეაქციის, ან საშიში დაავადების მიზეზიც გახდეს. ნებისმიერი ნაკბენი ორგანიზმზე ტრავმულად, მტკივნეულად, უფრო ხშიად, ტოქსიკურად ზემოქმედებს. ნაკბენის სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია კბენის ადგილზე, ნაკბენის რაოდენობასა და ტრავმატიზაციის ხარისხზე. ზოგიერთი ნაკბენი შეუმჩნევლად გაივლის, ზოგი კი მნიშვნელოვნად აზარალებს ჯანმრთელობას და შეიძლება ლეტალური („ჩაიდნებისთვის“ — სიტყვა „ლეტალური“ ქართულად „სიკვდილს“ ნიშნავს ქ.ჩ.) შედეგიც კი მოჰყვეს.
კბენის დროს უწინარესად კანი და კანქვეშა ქსოვილები ზიანდება. თუ ნაკბენი ღრმაა, შესაძლოა, კუნთები და ძვლებიც კი დაზიანდეს. ნებისმიერი ნაკბენი საკმაოდ დიდხანს ხორცდება და სასწრაფო დეზინფექციას მოითხოვს, რადგან პირის ღრუში უამრავი ბაქტერიაა თავმოყრილი.
კბენის დროს თუ როგორ უნდა მოიქცნენ დამოკიდებულია კბენის ხარისხზე და იმაზე, თუ ვინ არის დაკბენილი. თუ ის ბავშვია, უფროსებმა, მითუმეტეს მედმუშაკებმა უნდა იცოდნენ“…
თუ რა უნდა იცოდნენ თბილისის 73-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელებმა და სხვებმაც, თავად უნდა მოიძიონ და სამუდამოდ დაიმახსორონ… ბოლოსდაბოლოს „გუგლში“ მაინც ნახონ, რათა იცოდნენ… თუმცა, „გუგლის“ ხსენებაზე მათ შემხედვარეს დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ვიღაცა, ან რაღაცა ჰგონიათ იმ დროს, როცა მათ ბაგა-ბაღში დაკბენილმა დემეტრემ, გადასარევად იცის „ვინ არის და რამდენი იცის „გუგლიმ“… სირცხვილი და კისრისმოჭრა ბაგა-ბაღს.
***
— მამიკო, ხელზე რა მოგივიდა, — კითხა ჩემმა შვილმა ბაღიდან მოსულ 5 წლის დემეტრეს.
— ბავშვმა მიკბინა.
— რა დაუშავე?
— კუბიკი ვესროლე.
— რატომ?
— სხვა ბავშვს აწყენინა და იმიტომ.
— ჰო, არ არის კარგი საქმე, მაგრამ ქორწილამდე გაგივლის! — ინციდენტი ამოწურეს მამა-შვილმა.
ბაგა-ბაღიდან პატარა რომ გამომიყვანეს, კინაღამ გული შემიწუხდა: იმ წამს მის პაწია მკლავს ასეთი შესახედაობა ჰქონდა, რასაც აღელვებისგან აკანკალებული ხელით ჩემს მიერ გადაღებულ სურათში (კარგად ვერ) ხედავთ. ვეჭვობ, ნებისმიერი თქვენთაგანი გულგრილი დარჩენილიყო ამის შემხედვარე.
ვინც გამომიყვანა, მისთვის ეს იყო „არა უშავს“… „პატარა ინციდენტი“… „სადილისთვის ვემზადებოდით, ისე მოხდა…“.
ჩემს აღშფოთებაზე მედმუშაკმა „ამიხსნა“: „ეს არაფერი საშიში არ არის“… და რაც უმთავრესიაღრმა სოფელში რომ ბებიას დაამშვიდებენ, ზუსტად ისე „დამამშვიდა“: „სისხლი არ გამოდენია, რაც მთავარია“… ბებია ვარ, მაგრამ სოფელში არ ვცხოვრობ, და თუ ექიმი არა, „გუგლი“ მაინც სულ თან მყავს, — და თქვენც გირჩევთ, ქალბატონო ექთანო „იყოლიოთ“… — კი, ეს ყვველაფერი, როგორ არა, — წამოსვლამდე დავუბარე. ოღონდ თქვენ მინდა მიაქციოთ ყურადღება, იმ ბაღში და ვისაც ეხება და დიდად რომ არ იდარდებენ: ნაკბენზე საუბრისას „სისხლის გამოდენაზე“ საუბარი საერთოდ არ არის… ნაკბენზეა, ნაკბენზეა ლაპარაკი, რაც მეტად სახიფათოაო…
როცა ბავშვს ყველაფერი გავუკეთეთ, რაც ექიმმა გვირჩია და ცოტა მოვსულიერდი, ჩემები ჩუმჩუმად მითვალთვალებდნენ და ეჭვისთვალით მიყურებდნენ. ბოლოს მკითხეს: „ხომ დამშვიდდი? იმედია, დაგავიწყდება“…
— დამავიწყდება, აბა რა! — უკვე დამავიწყდა, არც დემეს ახსოვს…
ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენა:
ორი ნაცნობი ხვდება ერთმანეთს. ერთი მეორეს ეკითხება:
— ძაღლმა რომ გიკბინა და უჩივლე, ის საქმე როგორ დამთავრდაო.
— ეჰ, რაღა როგორ დამთავრდა, სასამართლომ დაადგინა, რომ იმ ძაღლითვის მე მიკბენიაო. — ამოიოხრა დაზარალებულმა.
73- ბაგა-ბაღის თანამშრომლებს ზედ ეტყობათ, რომ ჩემზე გაცილებით დაცულები არიან და ცოტა არ იყოს, მეშინია, თვითონ არ მიჩივლონ და ბავშვზე დახარჯული თანხა ისევ არ გადამახდევინონ. ამიტომაც დუმილს ვამჯობინებ. წამით არ მეეჭვება: გამკითხავი რეალურად არავინ არის:
რადგან:
თუ ამ დონის თანამშრომლები ყავთ, რომლებიც თუნდაც უნებურ, მაგრამ სერიოზულ შემთხვევას თვალს მოუხუჭავენ და პატარებსა და მათ მშობლებს მოსალოდენლი ხიფათის (დაგვიცვას უფალმა) მაღალი რისკის ქვეშ ამყოფებენ, უკვე იმაზე მიუთითებს, რომ მათ ვერავინ, (მათ შორის ცხადია, მეც) — ვერაფერს დავაკლებთ.
მშობლებო, თქვენ ყოველი შემთხვევისთვის, სიფრთხილე გმართებთ:
იცოდეთ ვისთან გაქვთ საქმე!
— მხოლოდ ამ სიტყვების სათქმელად დამჭირდა ეს ამხელა ტირადა.

ქეთევან ჩემია

Loading…

მსგავსი პოსტები

ივანიშვილი ეკა ბესელიასთვის განსასჯელის სკამს ამზადებს? (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

  სკანდალური ფარული ჩანაწერი სპეცოპერაცია «თეთრი ყვავი,» სადაც  ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი მოისყიდოს

Joni Kvaracxelia

მთავარმა პროკურატურამ წინასწარ შეურჩია შალვა თათუხაშვილს თაღლითი ნეფარიძეს ბიუროს ადვოკატები

დატოვე კომენტარი