განცხადებებისოცქსელი

«მღვდელი, რომელიც ამბობს ზიარება კორონა ვირუსს კლავსო, ის ნამდვილად მავნებელია»-მამა ანდრია სარია

მღვდელმონაზონი ანდრია სარია კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელშ წერს და საპატრიარქოს  რჩევას აძლევს:

«კორონა ვირუსზე და კოვზზე ძალიან იდიოტურ განცხადებას აქვეყნებს ზოგიერთი ,,ნიჭიერი» ახალგაზრდა. მღვდელი, რომელიც ამბობს ზიარება კორონა ვირუსს კლავსო, ის ნამდვილად მავნებელია, მაგრამ ის ადამიანიც მავნებელია ვინც ზიარების საიდუმლოებას აკნინებს თავისი შეხედულებებით. ჩვენ არ ვამბობთ: დაინფიცირებულის ნერწყვი შესვი, შიდსიანის სისხლი დალიე, ტუჩები გადაუკოცნე და რწმენით გადარჩებიო. სიფრთხილეს ნამდვილად თავი არ სტკივა და წერია: არ განსცადო უფალი ღმერთი შენი, მაგრამ ასევე სწერია: მცირედსა ზედა სარწმუნო იყავ დიდსა ზედა დაგადგინო შენ! ქრისტიანისთვის ცხოვრების მიზანია ქრისტესთან თანაზიარება… ნამდვილად არის საშიშროება დაინფიცირების საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებსა და ქუჩაში, არც ტაძრის ეზოა გამონაკლისი ამ მხრივ. მე მორწმუნე ვარ და არ მოვკვდებიო, ამას საღი აზრის მქონე ადამიანი არ იტყვის, თუმცა ერთჯერადი კოვზიც რომ შემოიტანო კორონათი დაინფიცირებული ისედაც ,,გადმოგცემს» ამ ვირუსს უკოვზოდ. მეცნიერება და რელიგია შეულებელია ყველაფერში შეთანხმდეს, ეს არის რწმენითი ნაწილი და ვისაც არ წამს, ბუნებრივია, მათ აქვთ უფლება საკუთარ ოჯახისწევრებს მკაცრად მოთხოვონ ტაძარში მისვლისგან თავი შეიკავონ, მაგრამ მღვდლებს ნუ მოგვთხოვთ ზიარებაზე უარი ვთქვათ. მორწმუნე საზოგადოებისთვის კი დიდი კრიზისი არ იქნება ორი თვე თავი შეიკავონ ზიარებისგან თუ შეშინებულები არიან იყვნენ სახლში. საპატრიარქომ კი მიბაძოს კათოლიკურ ეკლესიას და ყოველკვირა პირდაპირ ეთერში ჩაატაროს წირვა (ისედაც ხომ მიმართავენ ამ ხერხს დიდ დღესასწაულებზე)…»-წერს მამა ანდრია.

Loading…

მსგავსი პოსტები

ილონ მასკი ტრამპის კანონპროექტზე: „საზიზღარი ბოროტმოქმედებაა“

«ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში»-მამუკა ბახტაძე გიორგი გაბუნიაზე

Joni Kvaracxelia

«ნაციონალური მოძრაობა» უნდა ჩავტოვოთ ნაგავსაყრელზე, უნდა ჩავტოვოთ წარსულში-კახა კალაძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი