არსებული ინფორმაციით პეტერბურგში დააკავეს მღვდელი, რომელიც ნავალნისთვის პანაშვიდის გადახდას გეგმავდა.
როგორც ირკვევა გრიგორი მიხნოვ-ვაიტენკომ 16 თებერვალს საღამოს განაცხადა, რომ ნავალნისთვის პანაშვიდის გადახდას აპირებდა. გამოცემა Meduza ს ინფორმაციით გაირკვა რომ ამის შემდეგ მღვდელი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში მოათავსეს, ამის შემდეგ კი მღვდელი პოლიციის განყოფილებიდან ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“გრიგორი მიხნოვ-ვაიტენკო ინსულტით საავადმყოფოში მოათავსეს. პოლიციის 43-ე განყოფილებაში მისმა ადვოკატმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა. გრიგორი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს»-განაცხადა დეპუტატმა ბორის ვიშნევსკიმ.