აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი, რომელმაც ბაქოს ციხე ორი დღის წინ დატოვა, ყვება, რომ მისი გატაცებისთვის ქართულ მხარეს სამი მილიონი დოლარი მისცეს. როგორ ჟურნალისტი აღნიშნავს, ამის შესახებ მას ბაქოში აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს. მუხტარლი დარწმუნებულია, რომ მის გატაცებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებები და მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული. როგორც ის ყვება, თბილისში გატაცების დროს მას სამი ადამიანი დაესხა თავს, რომელთაც ქართული კრიმინალური პოლიციის ფორმები ეცვათ.
Loading…