სხვადასხვა

მუხრანის პოლიციის უფროსი სოფლის ცენტრში სცემეს

მუხრანის მოსახლეობის რადიკალური პროტესტი, რომელიც მუხრანის  პოლიციის უფროსის ლაშა ძიმისტარიშვილის ქმედებას  მოჰყვა. მოსახლეობის უკმაყოფილება, ადგილობრივების გახშირებულმა უმიზეზო დაკავებებმა გამოიწვია, რაც უშუალოდ პოლიციის ახალი უფროსის ბრძანებით ხდებოდა.

ადგილობრივებმა ახალი პოლიციის უფროსი ლაშა ძიმისტარიშვილი სოფლის ცენტრში სცემეს.

«კურიერის» წყაროს ინფორმაციით  პოლიციის განყოფილებაშივე ადგილობრივებს უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით არსად არაფერი ეთქვათ.

როგორც ირკვევა აღნიშნულ საქმეზე  დაპირისპირების კადრები გამოძიებას სოფლის ცენტრში მდებარი ვიდეოთვალიდან ამოღებული აქვს, თუმცა ამ საქმეზე არავინაა დაკავებული.

Loading…

მსგავსი პოსტები

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ შავშებთან. დაღუპულია ორი ადამიანი

ოპოზიციური პარტიის ლიდერებს საბანკო ანგარიშები დაუყადაღდათ

სკოლებში დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

დატოვე კომენტარი