განცხადება/მიმართვა

მუსლიმთა შეიხი დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მუსლიმთა შეიხმა  რამინ იდიგოვმა,  დავით გარეჯის მონასტრის ირგვლივ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით  განაცხადა, რომ აუცილებელია, რომ შეიქმნას ორმხრივი კომისია.

“აუცილებელია, რომ შეიქმნას ორმხრივი კომისია და ეს საკითხი ამ გზით გადაწყდეს. მე მოვისმინე მათშორის სასულიერო პირების განცხადებებიც, რომელიც შემიძლია ვთქვა, რომ იყო ემოციურ ნიადაგზე ნათქვამი. მნიშვნელოვანია, რომ ეს განცხადებები არ გააშუქა აზერბაიჯანულმა მედიამ, რადგან კარგად აქვთ გააზრებული, რომ ეს არ არის სახელმწიფოს პოზიცია. მოვუწოდებ ორივე მხარეს, რომ თავი შეიკავონ ასეთი ტიპის განცხადებებისგან რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს დააზიანებს,”-განაცხადა მუსლიმთა შეიხმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

საშემოდგომო სესიისათვის ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყება

“არ ეკადრებათ ეს მეუფეებს, როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?”-ზურაბიშვილი (ვიდეო)

“”რუსთავი 2-ს” ამით ვერაფერს დაუშავებთ, უბრალოდ თქვენი აქციები აღარ გაშუქდება”-ნიკა გვარამია ჭიათურაში მაღაროელების აქციაზე(ვიდეო)

დატოვე კომენტარი