თბილისის მერიის ინფორმაციით, რეკომენდაციების დაცვის მიზნით, 30 ერთეული ავტობუსი N6, N11, N17, N19, N20, N24, N32, N33, N34, N60, N62, N72, N84, N86 და N101 მარშრუტებს დაემატება.
„საგანგებო მდგომარეობის დასრულებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდეგ, მგზავრთნაკადების მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობდა, როგორც მეტროს, ასევე, ავტობუსების მიმართულებით. მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა 15 მარშრუტი, სადაც პიკის საათებში მგზავრთა გაზრდილი რაოდენობა ფიქსირდება“, – აღნიშნავენ თბილისის მერიაში.
Loading…
