მსხვერპლი მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში.
სატვირთო ავტომობილისა და მოპედის შეჯახების შედეგად, მოპედის მძღოლი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოპედის მძღოლი შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.
Loading…