მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პანდემიისგან დაზარალებულ ქვეყნებს აფრთხილებს – ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მსოფლიო მასშტაბით ვითარება კვლავ საგანგაშოა და COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
“პანდემია კვლავ მძვინვარებს, რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ყველაფერი დასრულდა, თუმცა ეს ასე არ არის, COVID-19 კვლავ სწრაფად ვრცელდება… თუკი შეზღუდვებს ძალაში არ დავტოვებთ, პანდემია მსოფლიოს უფრო მკაცრად დაემუქრება,” – ამბობს ტედროს გებრეიესუსი.
Loading…
