მსოფლიოში

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაავადების ახალი აფეთქება დააფიქსირა

The Telegraph წერს: კონგოს დემოკრატიიულ რესპუბლიკაში ებოლა — ვისურით გამოწვეული ავადმყოფობის მეორე აფეთქება დაადასტურეს. ის დაფიქსირდა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით ქალაქ მბანდაკაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (მჯო-ს) მონაცემებით გამოვლენილია ექვსი შემთხვევა, ასევე მბადაკადას მოშორებით ეკვატორიალური რეგიონის პროვინციაში ცნობილია ებოლისგან ოთხი გარდაცვლილის შესახებ.
ორშაბათს 1 ივნისს ახალი აფეთქების შესახებ პირველმა რეგიონის გუბერნატორმა ბობი ბოლოკო ბოლუმბუმ ისაუბრა და თქვა, რომ ავადმყოფების ნიმუშები დასაზუსტებლად გაიგზავნა კინშასის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ორგანიზაციაში. „ლაბორატორიამ წარმოგვიდგინა ინფორმაცია იმაზე, რომ 18 მაისიდან გარდაცვალების ყველა შემთხვევა გაანალიზებულია და წარმოადგენს ებოლას შედეგს.
გუბერნატორმა ხალხს სიმშვიდისკენ და ჰიგიენური მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდა: „რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნით. ერთმანეთს ხელისჩამორთმევით არ მიესალმოთ. არ მიეკაროთ ავადმყოფს ან გარდაცვლილს, რომელსაც ტემპერატურა ან სისხლისდენა ჰქონდა“.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ეტენი ლონგონდომ პრესკონფერენციაზე დაადასტურა ლეტალური შემთხვევები: „ოთხი ადამიანი უკვე გარდაცვლილია“. — თქვა მან.
მსოფლიო ჯანაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადანომ ჰებრეიესუსმა ასევე დაადასტურა, რომ ქალაქის სიახლოვეს აღმოჩენილია ებოლას ახალი აფეთქება. დაამატა, რომ დარეგისტრირებული ექვსი პაციენტიდან ოთხი გარდაიცვალა. ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა აღმოსავლეთ ნაწილში ებოლასთან ბრძოლის ბოლო ეტაპზეა. „ეს აფეთქება არის შეხსენება იმაზე, რომ ადამიანის ჯანმრთელობას მხოლოდ კოვიდ-19 — როდი ემუქრება. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განაგრძობს მეთვალყურეობას და რეაგირებას მსოფლიოში ჯანდაცვის მხრივ საგანგებო ყველა სიტუაციაზე“. — წერს ტვიტერაქაუნტის საკუთარ გვერდზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.

ქეთევან ჩემია

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ევროკავშირი არაწევრ ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნაზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებს

არასრულწლოვანი მომხმარებლების დაბლოკვისკენ მოუწოდებს იტალია „ტიკ-ტოკს“

ირანმა მხარი დაუჭირა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ

დატოვე კომენტარი