კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შემზღუდავი ზომების ნაადრევად მოხსნის გამო, ინფექციით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევებმა შესაძლოა, ისევ მოიმატოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ კარანტინის ფარგლებში მოქმედი შეზღუდვების გაუქმებას იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთისთვის ეს ზომები ეკონომიკაზე მძიმედ აისახება.
Loading…
