საინტერესო

მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე აფხაზეთშია

წარმოადგენს გამოსასვლელს მიწისქვეშა მდინარის, რომელიც 18 მეტრში ჩაედინება შავ ზღვაში. რეპრუა უზრუნველყოფს გაგრას. წყალი იკრიბება გამოქვაბულში, განლაგებული მაღლა არაბიკაზე 2500 მეტრზე, 12-15კმ მოშორებით შავი ზღვიდან.
მდინარე ასევე საზრდოობს მსოფლიოს ყველაზე ღრმა გამოქვაბულის კრუბერას წყლებით. რეპრუა წარმოადგენს ერთ-ერთ ცივ მდინარეს შავი ზღვის პირეთის კავკასიაში.

მდინარის წარმოქმნის ლეგენდა

ძველ აფხაზურ ლეგენდაზე დაყრდნობით, რეპრუა – არის მიწისქვეშეთის სულის შვილების ცრემლები. შავი ზღვის ნაპირებზე ცხოვრობდა მიწისქვეშეთის სული თავის ვაჟთან და 3 ქალიშვილთან ერთად. სული ჭედავდა იარაღს თავისი ბიჭისთვის და მეომრებისთვის, რომლები იცავდნენ ერთადერთ შესასვლელს აფხაზეთში, გაგრის გასასვლელს.
იარაღი რომელსაც ის ჭედავდა დაუმარცხებელი იყო, ხოლო გოგოები ამზადებდნენ საჭმელს და ტასაცმელს. სულის სიკვდილის შემდეგ, იარაღის განახლება არავის არ შეეძლო, და ამიტომ მისი ვაჟი და მის გვერდით მდგარი მეომრები დამარცხდნენ არათანასწორ ომში უამრავ ლაშქართან, რომლებიც შორი ქვეყნებიდან იყვნენ მოსულნი.
სამხრეთით წასულებმა ჩამოანგრიეს 3 გამოქვაბულის გასასვლელი, რომლითაც დები ზედაპირზე თავისი ძმის სანახავად ამოდიოდნენ. როდესაც ისინი მიხვდნენ რომ მათი ძმა მკვდარია, დაიწყეს ტირილი. ცრემლებით კი წარმოიქმნა პატარა ნაკადულები, რომლებიც გამოქვაბულის გამოსასვლელთან წარმოქმნიდნენ მდინარეებს რეპრუას, ანიხამცას და ბაგარეპსტას.

«რეპრუა — ზოგი წყაროს თანახმად, მსოფლიოში ყველაზე მოკლე მდინარე. მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ძველი გაგრის მიდამოებში. ერთვის შავ ზღვას სათავიდან 18 მეტრის მოშორებით. წარმოადგენს მძლავრ ვოკლუზურ კარსტულ ნაკადს, რომელიც გამოედინება გაგრის ქედის კალთებიდან, პლაჟის ზონაში. აღსანიშნავია, რომ მისი სიგრძე ზვირთცემისას უფრო ნაკლებია და 6-10 მეტრს შეადგენს.
დღესდღეობით, გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მსოფლიოს უმოკლეს მდინარედ აღიარებულია მდინარე რეუ (Roe River) მონტანას შტატში (აშშ) – 61 მეტრი, თუმცა, მდინარე დი (D River) ორეგონის შტატში ასევე ითვლება მსოფლიოს უმოკლეს მდინარედ – 36 მეტრი.» — ვიკიპედია.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«მე მზად ვარ მოვკვდე ვიდრე ვიცოცხლო სირცხვილში…» — ფარუხ ფარსა

საახალწლო ციტატები, რომლებიც შთააგონებს 2022 წლის ახალ დაწყებას

რატომ აწარმოებდნენ სსრკ-ში დაკონსერვებულ წყალს და რატომ არ იყიდებოდა მაღაზიებში

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი