მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტი გაჭიანურებულ კრიზისზე აფრთხილებს…

0
342

სინგაპურის აეროპორტი «ჩანგი» მოსალოდნელ ”მძიმე დრო”-ზე განცხადებას აკეთებს, რადგან გავლენა COVID-19 პანდემიისა არ ცხრება.

აზიის სატრანზიტო კვანძი მერვე წელია დასახელებულია მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტად. თუმცა, წელს ჩანგის აეროპორტმა ორი ტერმინალის მუშაობა შეაჩერა, რადგან ფრენების რაოდენობა მის ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. მეხუთე ტერმინალის მშენებლობაც ასევე შეჩერებულია მინიმუმ ორი წლით, — ინფორმაციას პორტალი eurosmi ავრცელებს.

”ბრძოლა COVID-19- თან ახლა იწყება”, — ნათქვამია Changi Airport Group ყოველწლიურ ანგარიშში. ”მომავალი ნამდვილად საგანგაშოა, რადგან სიტუაცია გაუმჯობესების ნიშნებს არ გამოხატავს.” აშშ-ს ავიაკომპანიებმა გაათავისუფლეს თანამშრომლები, რადგან ფედერალური დახმარება დასრულდა. ასევე რისკის ქვეშაა ავიაკომპანიებში ”ასიათასობით” ვაკანსია.

კომპანიის წლიური შედეგები მოიცავს 2020 წლის მარტის ბოლომდე პერიოდს.

შეგახსენებთ, რომ სინგაპურმა ა.წ. 23 მარტს აკრძალა მოკლევადიანი ვიზიტორების შესვლა და ტრანზიტი. მოგება 36% -ით დაეცა და 435 მილიონი სინგაპურული დოლარი შეადგინა (319 მილიონი აშშ დოლარი, 246 მილიონი ფუნტი სტერლინგი).

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ