პოლიტიკა

მსახიობი კახა გოგიძე და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველში ნორვეგიის სამეფოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

21 თებერვალს სამოქალაქო საზოგადეობის წარმომადგენლები შეხვდნენ ნორვეგიის სამეფოს საელჩოს წარმომადგენლობას საქართველოში. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ აკაკი ხუსკივაძე და არჩილ თანიანი აგრეთვე მსახიობი კახა გოგიძე. შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების საკითხზე და აღნიშნეს, რომ ეს აუცილებლად დროულად უნდა განხორციელდეს, ასევე გაავლეს პარალელი სწორედ ნავალნის საქმესა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს შორის.

აკაკი ხუსკივაძემ აღნიშნა, რომ დეპოლარიზაცისთვის სწორედ აუცილებლად უნდა იყოს განთავსებული ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნორვეგიის სამეფოს საელჩომდე შეხვდნენ: ლატვიის, ბულგარეთის, რუმინეთის, ევროკავშირის, ჰოლანდიის სამეფოს წარმომადგენლობებს, აგრეთვე ნატოს სამოკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს საქართველოში.

როგორც აკაკი ხუსკივაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება მსგავსი შეხვედრები.

მსგავსი პოსტები

იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალი კანდიდატი დაასახელა

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, სტატუსი მიანიჭოს

Joni Kvaracxelia

განათლების მინისტრად ძველი, ახალი მინისტრი დაინიშნა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი