განცხადება/მიმართვა

“მრცხვენია რომ გოლეთიანის გვერდით არ ვდგავარ…”-სიხარულიძე

მსახიობი გივი სიხარულიძე “ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მხარს უჭერს.

“ჩემთვის, როგორც ქართველი კაცისთვის, ყოვლად მიუღებელია, როცა ჩვენი ქვეყნის მიწას სხვა დაისაკუთრებს, ეს გინდ თურქი იყოს, გინდ სპარსი, ირანელი თუ ამერიკელი. სულ რომ სასახლეები აგვიშენონ, ეს ჩემთვის მიუღებელია, რადგან ის უკვე მისია და არა – ჩვენი. რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვარ. მე მრცხვენია საკუთარი თავის, რომ ახლა იმ ვაჟკაცი ბიჭის, გოლეთიანის გვერდით არ ვდგავარ. რაინდული თვისებების მატარებელი ბიჭია და მომწონს, ასე რომ იბრძვის ქართული სინდისის, ქართული ნამუსის, ქართული მიწის შენარჩუნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს არ ვარ მთავრობის, მერიისა და პარლამენტის წინააღმდეგ განწყობილი, ამ საკითხზე ასე ვფიქრობ”- განაცხადა სიხარულიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

“არავის აქვს უფლება, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინოს. ეს არის დარღვევა ადამიანის უფლებათა კონვენციის”-როჯერ გეილი

არ მინდა აღმოჩნდეს ერთი ოპოზიციონერი მაინც, ვინც „ქართული ოცნების“ რიგებში შევა-ნიკა მელია

“უმძიმესი პოლიტიკური ფასი დაუჯდებათ ხელისუფლებას და ივანიშვილის გუნდს თუ ერთბაშად, უზენაესი სასამართლოს შევსებას შეეცდებიან”-გიგა ბოკერია

დატოვე კომენტარი