მსოფლიოში აღიარებულმა ბანმა, პაატა ბურჭულაძემ, რუსთაველის პრემიის “დაყადაღებასთან” დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც მან “ანა წერეთლის დღის ამბებში” აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა მისთვის მინიჭებული სახელმწიფო ჯილდო – რუსთაველის პრემია მიითვისა, რაც ბურჭულაძის თქმით, მტკივნეული და შეურაცხმყოფელი ფაქტია, თუმცა ეს ვერაფერს შეცვლის.
“ჩემი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯილდო მაქვს მიღებული, თითქმის 150-ზე მეტი და ეს არის, როგორც მსოფლიო ქალაქების საპატიო მოქალაქეობა, ასევე დიდებული და უძვირფასესი ადამიანების ჯილდოები.
ახლა მოხდა ჩემთვის ძალიან მტკივნეული რამ, მაგრამ რა ვქნათ. ჩამომართვეს რუსთაველის პრემია, უფრო სწორად დამიყადაღა ბიძინა ივანიშვილმა რუსთაველის პრემია, რომელსაც მე უკვე 1991-1992 წლიდან ვიღებდი და ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მე უნდა მას გადავუხადო ეს პრემია და მან უნდა მიითვისოს ეს.
მე მგონი, რომ ყველაფერი მაინც კარგად იქნება, მაგრამ ძალიან გული დამწყდა, რუსთაველი მაინც რუსთაველია,” – განაცხადა ბურჭულაძემ.
