მოძრაობა “შეცვალე” გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლას აქციით ხვდება

0
336

დღეს 27 მაისს, გიორგი გახარია პარლამენტში ანგარიშით წარსდგება, რასაც მოძრაობა “შეცვალე” საპროტესტო აქციით შეხვდა.

მოძრაობა “შეცვალე”-მ გაიხსენა 20 ივნისის გავრილოვის ღამე, რომლის მთავარი “შემოქმედი” იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია იყო.

”აქ მოვედით იმისათვის, რათა გახარის შევახსენოთ, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც ერთი წლის წინ 20 ივნისს დაარბია ანტისაოკუპაციო მიტინგი, ახალგაზრდების პროტესტი. ეს ადამიანი არ უნდა იყოს მთავრობის ხელმძღვანელი მაშინ, როცა არც ერთი პოლიციელი თუ თანამდებობის პირი არ დასჯილა “გავრილოვის ღამის” შემდეგ” – განაცხადა მოძრაობა “შეცვალე”-ს წევრმა ტიტე გედენიძემ

“შეცვალე”-ს აქტივისტებმა წითელი საღებავით კვალი დატოვა პარლამენტის უკანა შესასავლელთან, რითაც კიდევ ერთხელ გააპროტესტეს გახარიას სისხლიან ღამეს.

ვანო გომურაშვილი

Paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ