სოცქსელი

მოძრაობა «სირცხვილია» განცხადებას ავრცელებს

ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა პარტიის მთავარ ოფისში განცხადება გააკეთა, სადაც მან დააანონსა 14 დეკემბრის აქცია-კონცერტი. განცხადება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მოძრაობა «სირცხვილიას» წარმომადგენლებმა  მანამდე გააკეთეს სანამ ქართული ოცნების ოფისში გაკეთდებოდა მსგავსი განცხადება.

«ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2019 წლის 14 დეკემბერს “ქართული ოცნება” მასობრივი შეკრება-მანიფესტაციის გამართვას გეგმავს.

საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, საჯარო სექტორში დასაქმებულებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან და აიძულებენ ამ დღისთვის მობილიზაციას, რათა მოხდეს მათი თბილისში ტრანსპორტირება სპეციალურად უზრუნველყოფილი ავტობუსებით. მუქარისა და ზეწოლის საფუძველზე რამდენიმე საჯარო მოხელემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება უკვე დაწერა.

სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლის თანახმად დანაშაულია „პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე“.

სამსახურების უფროსები უხეშად სცდებიან საკუთარი უფლებამოსილების საზღვრებს, როდესაც ქვეშევრდომებს დამნაშავე ხელისუფლების მხარდამჭერ აქტივიზმში ჩაბმას აიძულებენ. ისინი თელავენ საჯარო მოხელეთა პროფესიულ და ადამიანურ ღირსებას, როდესაც ისეთ დამამცირებელ სამუშაოს აკისრებენ როგორიცაა მობილიზაცია ხელისუფლების ტყუილებისა და დანაშაულების გასამართლებლად.

საჯარო მოხელეებს, ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედებების შემთხვევაში, მოგიწოდებთ, არ დაწეროთ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით და #სირცხვილიას საორგანიზაციო ჯგუფს დაგვიკავშირდეთ. მოგვწერეთ შეტყობინება ფეისბუქის გვერდზე. არასამთავრობო სექტორის ჩართულობითა და მხარდაჭერით, ჩვენ იურიდიულ დახმარებას აღმოგიჩენთ, რათა სამუშაო ადგილი თავის დამცირების ვალდებულების გარეშე შეინარჩუნოთ.» — ნათქვამია მოძრაობა «სირცხვილიას» განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ცვლილებების დროა, ვიბრძვით ცვლილებებისთვის — ვანო გომურაშვილი

Joni Kvaracxelia

«ავადმყოფი ირანელის გვერდს გადავაწყდი, ქართველი ბავშვების, ძირითადად გოგონების ფოტოებს აზიარებს და შეკვეთებს იღებს ინტერნეტით»

«უსაფრთხოება ნიშნავს სიმშვიდის შენარჩუნებას და პასუხისმგებლიანობას»-სალომე ზურაბიშვილი

დატოვე კომენტარი