პროტესტი

მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან კახა კუჭავა მივიდა

მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა მივიდა.

ხოშტარია მესამე დღეა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ოთახში შიმშილობს. იგი აცხადებს, რომ იშიმშილებს მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

ამ ხნის განმავლობაში ხოშტარიასთან ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მისულან.

ელენე ხოშტარია პარლამენტში დეპუტატის სტატუსით იმყოფება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად მანდატებზე უარი თქვა, მათ შორის იყო დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, მაგრამ ქართულმა ოცნებამ მანდატების შეწყვეტის მოთხოვნაზე არ დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში დაბრუნდა, ხოშტარია კვლავ უარს ამბობდა საპარლამენტო საქმიანობის განახლებაზე, თუმცა მისი მანდატი არ გაუქმებულა.

Loading…

მსგავსი პოსტები

წერილი ირაკლი ღარიბაშვილს ევროპიდან

ბერლინში საპროტესტო აქცია დაშალეს

ერევანში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, აქცია მიმდინარეობს

დატოვე კომენტარი