«ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ის მოხსნები, რომელიც შეგვეძლო, დღეს უკვე გავაკეთეთ. ვერავინ მოიყვანს ვერც ერთ მაგალითს, რომ მთავრობამ ან ხელისუფლებამ რაიმე სახის, არამიზნობრივად, ვგულისხმობ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის გარდა, ეს შეზღუდვები გამოიყენა. ეს ყველაფერი გამიზნულად იყო გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენთვის ადამიანის სიცოცხლე, ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და შემდგომ უკვე ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ეკონომიკური განვითარება და მათი სოციალური მდგომარეობა»-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.
Loading…