პირველ მარტს გამართული სხდომა გარკვეული ცვლილებებით დასრულდა. კომისიის მდივლის პოსტიც შეიცვალა და ახლა უკვე „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ მედიაპაროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე იქნება. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა პარლამენტმა 23 თებერვლის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ რუხაძემ შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომ მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადები წარდგენილი უნდა იქნეს 2018 წლის 3 მარტის ჩათვლით, ხოლო საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევს კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.