სხვადასხვა

მოსკოვში გარდაიცვალა სსრკ-ს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დიმიტრი იაზოვი

მოსკოვში, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა სსრკ-ს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დიმიტრი იაზოვი – რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება ინტერფაქსი.

სსრ კავშირის ბოლო მარშალის გარდაცვალების მიზეზი სერიოზული და გახანგრძლივებული ავადმყოფობა იყო, ნათქვამია მოხსენებაში.

იაზოვი მუშაობდა სსრკ თავდაცვის მინისტრად 1987-1991 წლებში, 1991 წლის აგვისტოს გადატრიალების დროს, იყო საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომიტეტის წევრი. იგი დააპატიმრეს ვნუკოვოში, ფაროსიდან ჩამოსვლისთანავე და ბრალი ღალატის მუხლით წაუყენეს. 1994 წლის თებერვალში მას ამნისტია შეეხო და გათავისუფლებულ იქნა.

2019 წლის მარტში, ვილნიუსის საოლქო სასამართლომ იაზოვი დამნაშავედ ცნო მის მიერ ჩადენილი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, 1991 წლის 13 იანვრის მოვლენების საქმეში, როდესაც საბჭოთა უსაფრთხოების ძალებმა დაიკავეს ვილნიუსის სატელევიზიო ანძა და ლიტვის რადიოს შენობა, რომლის დროსაც დაიღუპა 14 და დაშავდა 1000-ზე მეტი მოქალაქე. სასამართლომ იაზოვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

სალომე ზურაბიშვილმა ატამი დაკრიფა

როდის ჩატარდება ოსკარის დაჯილდოების ცერემონია

სამკილომეტრიანი საავტობუსე ზოლი დაიხაზა რუსთაველის გამზირზე

დატოვე კომენტარი