მოსკოვის წმ. გიორგის ქართული ეკლესია მრევლისთვის დაიკეტა

0
708

მოსკოვში მცხოვრები ქართველების თქმით, რუსეთის დედაქალაქში მოქმედი ქართული ტაძარი მრევლისთვის გუშინწინ დაიხურა. მიზეზი კი კორონავირუსია.

Paqtebi.ge-ს ცნობით, ტაძარში მომსახურე სასულიერო პირთა ნაწილს დაუდასტურდა კორონავირუსი.  წყაროს თქმით, მოძღვარი, მამა თეოდორე გართულებულ მდგომარეობაში გადაყვანილ იქნა მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში.

ინფიცირებულთა შორის არიან მგალობლებიც.

მოსკოვის ქართულ ეკლესიაში კორონავირუსის მასიური გავრცელების მიზეზი გახდა ის, რომ პანდემიის პირობებში ტაძარი აგრძელებდა მსახურებას და არც ერთი დღე არ დაკეტილა როგორც სასულიერი პირთათის ასევე მომლოცველებისთვის.

ამჟამად ტაძარი დაკეტილია და იქ წირვა-ლოცვანი დროებით შეწყვეტილია.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ