განცხადება/მიმართვამსოფლიოში

«მოსკოვის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა» — ჰაიკო მაასი

ბერლინში 2019 წელს მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდების თხოვნით გერმანიის სხვადასხვა ორგანოებმა რუსეთის ხელისუფლებას საერთო ჯამში 17-ჯერ მიმართეს. ამის შესახებ მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა.

მისი თქმით, არაერთი მიმართვის მიუხედავად, მოსკოვის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. როგორც გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნა, გერმანიამ რუსეთს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნით ოფიციალურად ორჯერ მიმართა, რაზეც არასრული პასუხი მიიღო.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით მოსკოვისთვის შესაძლო შედეგებზე საუბრისას, მაასმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია ბერლინის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ გერმანული მხარის კითხვების ნაწილზე რუსეთს ინფორმაცია არ გააჩნია.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის 400 ჯარისკაცი ვაშინგტონში ძეგლებს ვანდალებისგან დაიცავს

«სააკაშვილს შეწყალების გამო სამი წელი მიუსაჯეთ. მათთვის არ იყო დისკრეცია?!»-გიგი უგულავა

თენგიზ ცერცვაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს

roma sajaia

დატოვე კომენტარი