covid-19მსოფლიოში

მოსკოვიდან დაბრუნებულ ყირგიზეთის დელეგაციის ორ წევრს კოვიდ-19 დაუდასტურდა

მოსკოვიდან დაბრუნებულ ყირგიზეთის დელეგაციის ორ წევრს კოვიდ-19 დაუდასტურდა, – ამის შესახებ ყირგიზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მადამინ კარატაევმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორივე ინფიცირებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბან ჟეენბეკოვმა და დელეგაციის წევრებმა მოსკოვში გამგზავრებამდე კორონავირუსზე ტესტი ჩააბარეს.

ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა მოსკოვში განმეორებითმა ტესტმა დელეგაციის ორ წევრს კოვიდ-19 გამოუვლინა. ამის გამო ჟეენბეკოვი წითელ მოედანზე გამართულ აღლუმს არ დასწრებია.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები

roma sajaia

სომხეთში უკანასკნელ დღე-ღამეში 113-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების რიცხვი

დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს

დატოვე კომენტარი