«მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხის განხილვა ჭიანურდება, მაშინ როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებს უვადოდ ნიშნავს»-ეკა ბესელია

0
337

ჟურნალისტებთან საუბარში  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა,  რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის პროცესი ჭიანურდება:

„ეს გვაფიქრებინებს, რომ საკითხის განხილვა ჭიანურდება მაშინ, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებს უვადოდ ნიშნავს. უცნაურია, რომ პროექტზე ისმის კონსტიტუციურობის ტესტის თაობაზე. კონსტიტუციურობის ტესტს ყველა კანონპროექტი გადის. რა არის არგუმენტი, რის გამოც ამ საკითხს ეჭვქვეშ აყენებენ, ამაზე კამერების წინ კი არ უნდა ვისაუბროთ, განხილვა კომიტეტზე უნდა იყოს”,

„კომიტეტიდან არავინ არ შემხმიანებია, რომ ამ საკითხზე კონსულტაცია სურდათ. ეს გასვლითი სხდომა არ იყო, ეს იყო შეკრება, სადაც სამოქმედო გეგმაზე მსჯელობდნენ და ეს გეგმა კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს მაქვს გაკეთებული, რომლის კორექტირება მოხდა, რაც სწორი არ არის. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი არ იყო დღის წესრიგში და არავის არ უთქვამს, რომ ამ კანონპროექტზე იყო მსჯელობა”, – განაცხადა ეკა  ბესელიამ.

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ