სოცქსელი

ვითხოვთ სასწრაფო რეაგირებას-რუსი ოკუპანტები მოძრაობენ ჩვენს «კონტროლირებად» ტერიტორიაზე-დავით ქაცარავა (ფოტო)

ანტისაოკუპაციო მოძრაობა «ძალა ერთობაშიას» ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში, რუსი ოკუპანტების მიერ საქართელოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოძრაობის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროვებს.

«ჩემო მეგობრებო!
გთავაზობთ მორიგ მტკიცებულებას იმისა, რომ ორკები მოძრაობენ ჩვენს «კონტროლირებად» ტერიტორიაზე. უხეშად არღვევენ მათ მიერვე დაწესებულ საოკუპაციო ხაზს.
ჩვენს მიერ მოხდა ყველა მასალის გადაგზავნა შესაბამის სტრუქტურებში,იმედი გვაქვს შესაბამისი რეაგირების.
ჩვენ კვლავ ვითხოვთ აღნიშნულ ლოკაციაზე სასწრაფოდ გაიხსნას პოლიციის ან გდდ-ს საგუშაგო. ვითხოვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სასწრაფო ჩართვას ამ საკითხის განხილვა-დარეგულირებაში.
ჩვენს მიერ მოპოვებულ ფოტო ვიდეო მასალაზე მკაფიოდ ჩანს ოკუპანტების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დგას ჩვენი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ვითხოვთ შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან სასწრაფო რეაგირებას!

ჩვენ, ანტისაოკუპაციო მოძრაობა «ძალა ერთობაშია» ვაგრძელებთ პატრულირებას საოკუპაციო ხაზთან და მუდმივ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ შევაჩეროთ ჩვენი მიწების ოკუპაცია!

ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!»-წერს დავით ქაცარავა

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«აღდგომიდან 40 დღე, ყოველ პარასკევს, უნდა იღებებოდეს კვერცხი და ცხვებოდეს «პასკა»

roma sajaia

«რა გავაკეთო, ვითმინე ვითმინე, მარა ვეღარ ვითმენ»-რას წერენ პაატა იმნაძის შვილები სოციალურ ქსელში?

სააკაშვილი მოუწოდებს კიევს, უკრაინელ რესტორატორს, რომელიც აფხაზეთში იმყოფებოდა სანქციები დაუწესოს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი