პოლიტიკა

მორიგი შეხვედრა ერგნეთში

დღეს ერგნეთში 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა მეექვსე ტექნიკური შეხვედრა, რომელიც ჩორჩანა-წნელისის მიმართულებით განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. ტექნიკური შეხვედრები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინიციატივით, აგვისტოს ბოლოს დაიწყო და ამ დრომდე მხოლოდ იმაზე თანხმდებიან, რომ დიალოგი გაგრძელდება. ერგნეთი უკომენტაროდ დატოვა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ერიკ ჰოგმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ირაკლი ანთაძემ განაცხადა: „პოზიციები კვლავ რჩება უცვლელი, კვლავ გაჟღერდა მოთხოვნა, რომ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო იქნეს მოხსნილი, რაზეც კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ საგუშაგო მდებარეობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საპოლიციო ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილზე უსაფრთხოებას, არ შეიძლება რაიმე საფრთხის შემცველი იყოს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. მკაცრად დადგა საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებების შეფასება წაღვლისა და ჩორჩანის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, ასევე შეფასება მივეცით გუშინდელ ინციდენტს“. ასევე ანთაძემ აღნიშნა რომ მხარეები უარს არ ამბობენ დიალოგის გაგრძელებაზე.

ჟურნალისტების მხრიდან დასმულ კითხვაზე არსებობს თუ არა შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხე საოკუპაციო ხაზთან ანათაძემ უპასუხა: „შეიძლება ასეთი იყოს, თუნდაც, საბრძოლო მზადყოფნის გამოცხადება. დე ფაქტო რეჟიმი მიმართავს ასეთ ქმედებებს პერიოდულად, მაგრამ, რამდენად სერიოზულია, ამას უფრო შემდგომი პროცესები გვაჩვენებს. ეს არის მათი მხრიდან ცალსახად პროვოკაცია და ამან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს უსაფრთხოების გარემო“ ერგნეთში მომდევნო ტექნიკური შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«აუცილებლად დაიბარონ ქალბატონი ეკა დაკითხვაზე»-კახა კალაძე

Joni Kvaracxelia

ლევან ხაბეიშვილი «ოცნების» დეპუტატებმა სასტიკად სცემეს (ვიდეო)

თამარ კორძაიამ მანდატის არშეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

დატოვე კომენტარი