ჩეხეთმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ დაწერა. „დღეს, ჩემი რეკომენდაციით, მთავრობამ სანქციები დააწესა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელზე. მიზეზი არის მათი პირდაპირი პასუხისმგებლობა გასულ წელს საქართველოში საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობაში. მარტივად რომ ვთქვათ – შემსრულებლები. და ჩვენ არ გვინდა ისინი ჩეხეთის რესპუბლიკაში“, – წერს მინისტრი.